მთავარიევროპაუკრაინარაფაელ გროსი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად იზრდება ბირთვული ავარიის...

რაფაელ გროსი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად იზრდება ბირთვული ავარიის საფრთხე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  გენერალურმა დირექტორმა  რაფაელ გროსიმ აღმოსავლეთ საფრანგეთში, ბიურში, ვიზიტისას  განაცხადა, რომ  უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო ტერიტორიებზე საფრთხეები იზრდება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის მთავარი, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მიმდინარე ბრძოლები, რომელთა დროს ხშირად ითიშება ელექტროენერგია. მისი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივად არიან ადგილზე და ცდილობენ, ვითარება  შეამსუბუქონ და შექმნან ერთგვარი შემაკავებელი ეფექტი, რათა ამ ომს არ დაემატოს უბედური შემთხვევით გამოწვეული რადიოლოგიური შედეგები.

ამასთანავე, ბახმუტსა და კუპიანსკთან ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები უკვე გრძნობენ ზამთრის დადგომას. ომის მიმდინარეობისას კუპიანსკი ორჯერ იყო შეტაკებების ეპიცენტრი. ახლა ის სრულად განადგურებულია და, ფაქტობრივად, დროში გაყინულ მოჩვენებათა სოფელს ჰგავს.

ბახმუტში კი სერჟანტ რომანსა და მის ქვედანაყოფს უკვე თვეებია მიწისქვეშა თავშესაფარში უწევთ ყოფნა. თოვლის გამო გარეთ ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, თუმცა შიგნით შედარებით უსაფრთხოდ და თბილად არიან.

რომანი ხუმრობს კიდეც, რომ თავს ისე კომფორტულად გრძნობს, როგორც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. თუმცა მიწის ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე ხის ჯირკვი შემორჩა, სხვა ყველაფერი განადგურებული და დამწვარია.

ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ასახულია, როგორ მიაქვთ იერიში უკრაინულ სამიზნეებზე. რუსული ძალები აძლიერებენ თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა წლის ბოლომდე ტერიტორიის უფრო მეტი ნაწილი მიითვისონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend