მთავარიაზიაისრაელი„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.
„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ტაილანდის მოქალაქე – Copyright AP

თავის მხრივ, ისრაელმა 30 პალესტინელი პატიმარი გამოუშვა ციხიდან.  ერთ-ერთი მათგანი იყო აჰედ ტამიმი, 22 წლის აქტივისტი, რომელიც პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც  სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ  ურტყამს ისრაელელ ჯარისკაცს.

ისრაელის ჯარებმა აჰედი 6 ნოემბერს დასავლეთ სანაპიროზე საკუთარ სახლში დააკავეს.

ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული 180 პალესტინელიდან უმეტესობა მოზარდია. მათი დაკავების მიზეზი ისრაელის სამართალდამცველებთან დაპირისპირებაა

ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული პალესტინელი – Copyright AP

საერთაშორისო შუამავლები განაგრძობენ მუშაობას ღაზაში ზავის გახანგრძლივებაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ „ჰამასი“, რომელსაც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ სხვა მძევლებსაც გაათავისუფლებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბრიდან მოქმედებს. პაუზა ითვალისწინებს ღაზიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვებასა და პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

რაფაჰის გადასასვლელიდან ჰუმანიტარული დახმარების მანქანები ღაზაში შედიან

ამასთან, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა 23 სამაშველო თვითმფრინავი გაგზავნა , რომლებითაც 542 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გადაიტანეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend