ახლო აღმოსავლეთში დროებით მშვიდობა სუფევს. 7 ოქტომბერს დაწყებული ომიდან 55-ე დღეს ტყვეთა გაცვლის უკვე 6 ტალღა შედგა, ორივე მხარე კი გამალებული ემზადება ახალი იერიშებისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი მკაფიოდ ადასტურებენ სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ მიღებულ მტკიცე გადაწყვეტილებას. ტყვეობიდან დაბრუნებული ადამიანები კი ოჯახის წევრებს ხვდებიან როგორც ისრაელში, ასევე პალესტინაში.
Qatar announces agreement between Palestinian, Israeli side to extend the humanitarian pause for an additional day.
Doha – November 30, 2023
Official Spokesperson for the Ministry of Foreign Affairs Dr. Majed bin Mohammed Al Ansari announced that the Palestinian and Israeli…
— Ministry of Foreign Affairs – Qatar (@MofaQatar_EN) November 30, 2023
ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა. ეს ინფორმაცია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. დროებითი ზავი წესით ხუთშაბათს დილით უნდა დასრულებულიყო.
ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების პროცესი გართულებულია, ვინაიდან “ჰამასმა” უკვე გაათავისუფლა მათ ტყვეობაში მყოფ ქალთა და არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი, შესაბამისად, მეტად სავარაუდოა, რომ “ჰამასი” ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი ისრაელელი ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ მეტს ითხოვს.
ისრაელისა და პალესტინის ქალაქებში კი სახლში დაბრუნებულ ადამიანებს ოჯახის წევრები ეგებებიან.
დანია ჰანაცეში, პალესტინის მკვიდრი: “მგონია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენზე აღარ ფიქრობს, მე პატიმარი 21 წლიდან ვიყავი, უნივერსიტეტში უნდა მესწავლა, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად უნდა გამეტარებინა ეს წლები და არა როგორც ტერორისტს ციხეში”.
ავას ხადერი, პალესტინის მკვიდრი: “მე ვერ გადმოგცემთ სრულად ჩემს ემოციებს, მაგრამ უფრო გახარებული ვიქნებოდი ყველა პატიმარი რომ გაეთავისუფლებინათ, ჩემი ძმა კვლავ პატიმრობაშია, ასევე ჩემი ბიძაშვილები და მეგობრები”.
სამირა აბუ ალ ვაფა, პალესტინის მკვიდრი: “მე აქ ჩემი ძმისშვილის დასახვედრად მოვედი, ჩემი ოჯახის კიდევ სამი წევრია პატიმრობაში და ჩემი შვილი. კიდევ ერთი ოჯახის წევრი კი სულ ცოტა ხნის წინ დამეღუპა”.
რაედ ხადერი: “დღეს კიდევ სამი თანამემამულე დაგვეღუპა, ერთერთი მათგანი ჩემი ბიძაშვილი იყო, მიუხედავად ამისა, მაინც მოხარული ვარ, რომ ამდენი ადამიანი სახლში დაბრუნდა. ჩემი ერთი შვილი პატიმარია, იმედი მაქვს, რომ ის მალე გათავისუფლდება”.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი კი იერუსალიმში ჩავიდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტს დაემთხვა იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.
ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი: “სამწუხაროდ, ჩვენს შეხვედრამდე იერუსალიმში მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც, მე ვუსამძიმრებ ჩვენი თანამემამულეების ოჯახებს ამ საშინელ დანაკარგს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც საქმე ტერორისტების მოგერიებას ეხება”.
I am heartened to see another American included among the hostages released in Gaza. The pause in fighting has demonstrated success in securing the freedom of hostages and in delivering humanitarian aid to Gaza – we want to see it continue.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 30, 2023
ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი: “ეს ისრაელში ჩემი მეოთხე ვიზიტია, იერუსალიმში დღეს მომხდარი საზარელი დანაშაული და ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მათი დაღუპვა ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი. ღაზის სექტორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსაც მსურს მივუსამძიმრო მათი დანაკარგის გამო, მნიშვნელოვანია, რომ დროებითი ზავის პირობებში ჰუმანიტარული დახმარება შეძლებისდაგვარად ეფექტიანად გაეწიოთ”.
ნიუ-იორკში კი პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საშობაო ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ.