5 დეკემბერს „გაყიდვების ასოციაცია“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას – ბიზნეს გამოფენას, სახელწოდებით „ადამიანები ბიზნესის უკან“ მართავს, რომელშიც მონაწილეობას 55-მდე კომპანია მიიღებს. გამოფენა არის ყველასთვის – ვინც უკვე უძღვება მსხვილ, საშუალო თუ მცირე ბიზნესს ან ვინც ახლა აპირებს საკუთარი საქმის დაწყებას.
გამოფენაზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ამ თემაზე „გაყიდვების ასოციაციის“ პრეზიდენტმა დავით ჩიკვაიძემ და კომპანია „ედვაიზის“ დამფუძნებელმა ბექა ბუბუტეიშვილმა ისაუბრეს.