მთავარიგადაცემებითავგადასავლებიმონტანეხოსი - ვალენსიური სამოთხე, თავგადასავლები და დასვენება

მონტანეხოსი – ვალენსიური სამოთხე, თავგადასავლები და დასვენება

„ევრონიუსი“ მონტანეხოსს ესტუმრა, ვალენსიის რეგიონის სამოთხეს. აქაური სათავგადასავლო სპორტი და სამკურნალო წყლები, ლეგენდის მიხედვით, მარადიული ახალგაზრდობის გარანტიაა.

მონტანეხოსი განთქმულია სამკურნალო თერმული წყლებით, რომლებზეც ლეგენდაც მოგვითხრობს, თუმცა მას მოგვიანებით მოგიყვებით. მდინარე მიხარესი ვალენსიაში ყველაზე ფართო თეთრი მდინარეა, მის მიერ გაჭრილ ვიწრო ხეობაში დაკლაკნილ მრავალ ბილიკს ულამაზესი პეიზაჟებისკენ მივყავართ, მაგრამ წყალს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია.

აქ ყველაფერი წყალს უკავშირდება, ამ ადგილების ისტორიაც კი. მონტანეხოსი თერმული წყლების სოფელია, თუმცა სწრაფი მდინარე და ჭორომები სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებსაც იზიდავს აქაურ სამოთხეში, იქნება ეს კლდეზე ცოცვა თუ ჯომარდობა.

რაც შეეხება თერმულ წყლებს, მათ მიერ შექმნილ აუზში წყლის ტემპერატურა მთელი წელი 25 გრადუსია. ამ ეგზოტიკურ კანიონში ცურვა და ამ ფირუზისფერ წყალში ლივლივი ნამდვილად ახდენილ ოცნებას ჰგავს.

ლეგენდის თანახმად,  როდესაც ამ რეგიონს მეფე აბუ ზაიდი მართავდა, მან გასცა წყაროების აუზის აშენების ბრძანება, რათა თავისი საყვარელი ქალებისთვის ახლგაზრდობა და სილამაზე მარადიულად შეენარჩუნებინა.

1863 წელს ეს მინერალური სამკურნალო წყარო ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მდიდარი ხალხი აქ ხშირად ჩამოდიოდა სამკურნალოდ. შეიძლება, ამ წყლიდან ამოსულმა მარადიული ახალაგზრდობა და სილამაზე ვერ შეინარჩუნო, როგორც ლეგენდა ირწმუნება, მაგრამ ბუნებაში ასე გატარებული დროის შემდეგ ადამიანი თითქოს თავიდან იბადება.

ავტორი: კრისტინა ხინერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend