მთავარიმსოფლიო„ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა

რამალის ქუჩებში გვიან ღამით ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ელოდებოდნენ იმ 30 პალესტინელ პატიმარს, რომლებიც მძევლებისა და პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლდნენ.
ისრაელის ციხიდან გათავისუფლებული 14 წლის აჰმედის შეხვედრა მამასთან – Copyright AP

მძევლები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული დროებითი ზავის მეხუთე დღეს გამოუშვეს. როგორც ცნობილია,  მხარეებმა შეთანხმება  48 საათით გაახანგრძლივეს.

ჰამასის“ სამხედრო ფრთამ, ალ-ქასამის ბრიგადამ, გვიან ღამით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ხვდება ხალხი შინდაბრუნებულ პალესტინელებს. „ჰამასმა “ მათ სანაცვლოდ 12 მძევალი გაათავისუფლა.

გათავისუფლებულ მძევლებს ზარ-ზეიმით დახვდნენ  სდეროთში შეკრებილი ისრაელელებიც

გათავისუფლებული ისრაელელი ქალი – Copyright AP

ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება 160 მძევალი, რომლებიც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს გაიტაცეს.

ისრაელის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა,  დროებითი ზავი და მძევლებისა და პატიმრების გაცვლის შეთანხმება დამატებით 5 დღით გახანგრძლივდეს.

საომარი მოქმედებების პაუზის დროს  გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა ღაზაში მყოფ 120 000 ადამიანს საკვებით უზრუნველყოფს, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიწოდებული მარაგი არასაკმარისია შიმშილის პრობლემის დასაძლევად.

პალესტინელი ბავშვები ჯაბალიას დევნილთა ბანაკთან, ღაზის სექტორი – Copyright AP

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის პალესტინის რეგიონული დირექტორის სამერ აბდელჯაბერის თქმით, ასობით ათასი ადამიანია შიმშილის ზღვარზე. იგი  იმედოვნებს, რომ ხანგრძლივი პაუზა ერთგვარი შვება იქნება საზოგადოებისთვის. ის ასევე ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას. სამერ აბდელჯაბერი დასძენს, რომ  უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა არ უნდა შეწყდეს.

მართალია,  ისრაელი მზადაა, დროებითი ზავი გაახანგრძლივოს, თუმცა ეს ომის დასრულების წინაპირობა ნამდვილად არ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  ამბობს, რომ შეთანხმების დასრულების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები მთელი ძალით განახლდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend