მთავარიმსოფლიოNATOჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნობის კანდიდატები

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნობის კანდიდატები

ნატოს გენერალური მდივნობის რამდენიმე კანდიდატია, მაგრამ მანამ, სანამ მათ შესახებ ვისაუბრებთ, საინტერესოა, განვიხილოთ, თუ რა ფიგურას წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

ალიანსის გენერალურ მდივანს ევალება:

  • ორგანიზაციის სხვადასხვა შტოს შორის კოორდინაცია;
  • გახლავთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და სხვა კომიტეტების თავმჯდომარე, მაგრამ გამონაკლისი გახლავთ ნატოს სამხედრო საბჭო, რომელსაც ყოველთვის სამხედრო მაღალჩინოსანი თავმჯდომარეობს.

ნატო გახლავთ საერთო თანხმობის პრინციპზე დაფუძნებული ორგანიზაცია და სამხედრო, პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებები სწორედ წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნების საფუძველზე მიიღება.

ნატოს გენერალური მდივნის არჩევის ფორმალური წესი არ არსებობს, ეს უბრალოდ შეთანხმების საგანია, მაგალითად, იენს სტოლტენბერგის წინამორბედის ანდერს ფოგ რასმუსენის არჩევას თურქეთის რესპუბლიკა არ ეთანხმებოდა. ნატოს გენერალური მდივანი 4 წლით აირჩევა და ეს ერთჯერადი პოსტი არ გახლავთ.

იენს სტოლტენბერგი ნატოს რიგით მე-13 გენერალური მდივანია. ის ალიანსის მეთაური 2014 წლიდან გახლავთ. ნატოში მოღვაწეობამდე იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო. იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება გახანგრძლივდა უკრაინაში რუსული ინტერვენციის მიზეზით, ალიანსში მიიჩნიეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის დაწყების ფონზე გენერალური მდივნის ცვლილება უადგილო გახლდათ.

რაც შეეხება გენერალური მდივნობის კანდიდატებს. მათ შორის არიან: ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და ამჟამად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი კრისიანის კარინსი. საერთაშორისო ურთიერთობების რიგი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შემდეგი გენერალური მდივნის შესახებ განხილვა ორ ძირითად საკითხს მოიცავს, მოსკოვთან დაკავშირებით პოზიციებსა და სამხედრო ხარჯების შესახებ პოზიციებს. აღმოსავლეთ ევროპელებს გასაგები მიზეზების გამო მოსკოვის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია აქვთ, მაგრამ ამავე დროს მათი მხრიდან უფრო მაღალია მზადყოფნა სამხედრო ხარჯების ზრდის მიმართულებით. ნატო მომავალ გენერალურ მდივანს 2024 წელს, ივლისში, ვაშინგტონში გამართულ სამიტზე აირჩევს, ეს სამიტი ემთხვევა ამავე დროს ნატოს 75-ე წლისთავს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend