მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისტიქიის შედეგები სამეგრელოში

სტიქიის შედეგები სამეგრელოში

“საუკუნის შტორმი” – ასე შეაფასა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებული მოვლენები.

სტიქიამ დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლი სრულად დააზიანა. 27 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში რთული ვითარება იყო როგორც აჭარაში, ასევე სამეგრელოში, სადაც ქალაქების ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან ერთად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობას მიადგა ზიანი.

შტორმთან ერთად ძლიერი იყო ქარიც, რომელმაც ფოთში ერთ-ერთ კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანებულია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend