ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში იმყოფება. ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის მიზანი ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაა, ეს მინისტერიალი ორ დღეს გასტანს. ამ ორი დღის განმავლობაში განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციაა, განიხილება ასევე დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარებაც, ნატომ კოსოვოს ტერიტორიაზე უკვე გაგზავნა დამატებით 1000 ჯარისკაცი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისიანის კარინსი აცხადებს, რომ ის ნატოს მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებისთვის საკუთარ კანდიდატურას წარადგენს, დიდი ალბათობით ნატო შემდეგ გენერალურ მდივანს ვაშინგტონში, ივლისში დაგეგმილ სამიტზე აირჩევს.
#NATO Foreign Ministers will address pressing security issues this week.
Speaking ahead of the meeting @jensstoltenberg set out the topics, including the situation in the Middle East, support to #Ukraine, China, and the Western Balkans. #ForMin
➡️ https://t.co/GDkXHFoFhf pic.twitter.com/iuHhhOiGaH
— Dylan White (@NATOpress) November 28, 2023
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: “მივესალმები ღაზის სექტორში ზავის გახანგრძლივებას. ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც მათ ასე ძალიან ესაჭიროებათ. მოხარული ვარ, რომ ბევრი მძევალი თავისუფალია. მსურს მადლობა გადავუხადო მდივან ბლინკენს, მან დიდი წვლილი შეიტანა ახლო აღმოსავლეთში დროებითი ზავის გაფორმებაში. უკრაინა თავისთავად ერთერთი მთავარი საკითხია, რომელზეც ვისაუბრებთ. ვხედავთ, რომ რუსეთი უტევს. გრძელდება მძიმე შეტაკებები ფრონტის ხაზზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ახლა ესაჭიროება და ნატო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას”.
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი: “მიმაჩნია, რომ ნატოს ალიანსი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ოდესმე იყო. ვხედავთ თუ როგორ ეხმარება ნატო უკრაინას უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები იცვლება და ამ გამოწვევებზე ჩვენი პასუხიც შესაბამისად უნდა შეიცვალოს, ვადასტურებთ უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერასა და ვემზადებით ვაშინგტონში ივლისში ნატოს 75–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმისთვის”.
Met with Norwegian Foreign Minister @EspenBarthEide today in Brussels. We underscored the importance of @NATO unity, underlined our support for Ukraine and Israel, and reiterated the importance of humanitarian aid to Gaza. pic.twitter.com/tSOCTuRJvg
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 28, 2023
კრისიანის კარინსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: “მიმაჩნია საჭიროდ, განვიხილოთ თუ რა უნარები უნდა ჰქონდეს ნატოს შემდეგ გენერალურ მდივანს. მიმაჩნია, რომ ასეთი რამდენიმეა. ნატო საერთო თანხმობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ჩვენ 32 წევრი სახელმწიფო გვეყოლება. 32 სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა რთულია. მიმაჩნია, რომ ასევე შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს იმ სახელმწიფოდან, რომელსაც სამხედრო ხარჯების გაწევის კარგი გამოცდილება აქვს”.