მთავარიკუბიილონ მასკი ისრაელში ჩავიდა

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა

სოციალური ქსელის X-ის მფლობელი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა და იმ ადგილს ეწვია, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს.

მასკის ისრაელში ვიზიტამდე ბიზნესმენი დაადანაშაულეს ანტისემიტიზმში, რის გამოც პლატფორმა X-დან არაერთმა კომპანიამ რეკლამა გააუქმა.

სოციალურ ქსელში ნეთანიაჰუმ გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს რომ მასკი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიბუცში იმყოფებოდნენ, ფოტოზე მათ აცვიათ ჯავშანჟილეტები.

გარდა ამისა არსებული ინფორმაციით, მასკი თავდასხმის მსხვერპლის ოჯახებსაც შეხვდა. „მოქმედება უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვა“, – დაწერა მან თავის ოფიციალურ ანგარიშზე. პლატფორმა X-ზე ონლაინტრანსლაციის დროს, ილონ მასკი დაეთანხმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ „ჰამასი“ უნდა განადგურდეს და რომ ჰამასის პროპაგანდა უბრალოდ ასწავლის ადამიანებს, როგორ უნდა გახდნენ მკვლელები.

 

გასულ კვირას მილიარდერ ილონ მასკს ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი

მასკი პლატფორმა X-ზე დაწერილ პოსტს დაეთანხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ებრაული საზოგადოება დასავლურ ქვეყნებში თეთრკანიანი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ.

ასეთმა ქცევამ შეშფოთება გამოიწვია თეთრ სახლში და პლატფორმა იქსიდან უმსხვილესმა კომპანიებმა რეკლამების გაუქმება დაიწყეს.

ანტისემიტური შეთქმულების ერთ-ერთი თეორიის  მიხედვით, ებრაელებს სურთ, დასავლურ ქვეყნებში არარეგისტრირებული უმცირესობების ჩაყვანა, რათა შეამცირონ თეთრკანიანი ადამიანების რაოდენობა. ეს თეორია საკმაოდ პოპულარულია ონლაინ, სიძულვილის ჯგუფებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend