ისრაელელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ შედიან ჰუმანიტარული დახმარების მანქანები ღაზაში ეგვიპტის საზღვრიდან.
ამასთან, ისრაელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაფაჰის გასასვლელით ღაზაში დიზელი და ბუნებრივი აირიც შევიდა.
8 containers carrying diesel fuel and cooking gas were transferred from Egypt to UN humanitarian aid organizations in Gaza, as part of the pause and the hostage-release framework reached with the U.S. through the mediation of Qatar and Egypt.
The fuel and cooking gas are… pic.twitter.com/g2Smmha3H4
— Israel Defense Forces (@IDF) November 27, 2023
გარდა ამისა, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით იგეგმება დამატებით 200 სატვირთო მანქანის გაგზავნა ღაზის სექტორში.
სატვირთო მანქანებს შეამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ღაზაში შესვლას
ახლა მოქმედ ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის დროს, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო, „ჰამასმა“ გაათავისუფლა 58 მძევალი. ესენი არიან ისრაელელი ქალები და ბავშვები, ასევე უცხოელები.
ისრაელმა, თავის მხრივ, გაათავისუფლა 100-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი – ქალი და მოზარდი.
ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილისკენ მიემართება, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზეც, საიდანაც მოსახლეობა არ გამოუყვანიათ.
ისრაელის მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ ეს არის პაუზა და არა ზავი და მისი დასრულების შემდეგ ისრაელის არმია განაახლებს საომარ მოქმედებებს მანამ, სანამ „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება.