საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა, რაც საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.
ცვლილებები სწავლა/სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, თუმცა განსაკუთრებით ბევრი კითხვა იმ ნაწილს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები- საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებები გაუქმდა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.