უკრაინელი ჯარისკაცები ემზადებიან ზამთრისთვის და აგრძელებენ ფრონტზე პოზიციების დაცვას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ორი წელი გადის. ომში ჩართული ორივე მხარე ცდილობს, სამხედრო პოზიციები გაამაგროს.
უკრაინის პოზიციები რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით სამ კილომეტრშია. ორივე მხარე ყოველდღიურად ხსნის ცეცხლს.
უკრაინის მესაზღვრეები, უპირველეს ყოვლისა, აკონტროლებენ რუსეთის პოზიციებს და თვალყურს ადევნებენ პოტენციურ რუს დივერსანტებს, რომლებიც ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას.
რუსეთის რეგულარული საჰაერო თავდასხმების დროს უკრაინელ ჯარისკაცებს ევალებათ „შაჰედის“ დრონების ან შემომავალი რაკეტების განადგურება.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად ამ ჯარისკაცების უმრავლესობა სიცივესა და თოვლს უკვე მეორე წელია უძლებს.
თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მიჩვეულები არიან და ეს მათ მორალურ მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს.
თხრილები აღჭურვილია შეშის ღუმელით, ჯარისკაცები აგროვებენ და ჭრიან შეშას, რომ ზამთრის ცივ დღეებში გათბნენ.