დაიწყო თბილისის 24- ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალი გუშინ კინოთეატრ “ამირანში” ნანა ჯორჯაძის ფილმით “პეპლების იძულებითი მიგრაცია” გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე რეჟისორს საპატიო პრიზი გადაეცა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
კინოფესტივალი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ ფესტივალის პრიზი-ოქროს პრომეთე გადაეცემათ.
ასევე, 24-ე ფესტივალზე სპეციალური ჯილდო აქვს დაწესებული ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.
კატეგორიაში “ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანის უფლებების თემატიკას.