საქართველოში მოქმედ სკოლებში მავნე საკვებით ვაჭრობა აიკრძალა.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით დამტკიცდა.
დოკუმენტში სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციებია ასახული.
რას ითვალისწინებს ახალი ბრძანება და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიახლე – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელმა, მეგი კავთუაშვილმა ისაუბრა.