მთავარისაქართველოროგორია შრომის ინსპექციისა და დასაქმებულთა ურთიერთობა

როგორია შრომის ინსპექციისა და დასაქმებულთა ურთიერთობა

როგორია დასაქმებულებსა და შრომის ინსპექციას შორის თანამშრომლობა და რა ფაქტორები აბრკოლებს ამ უწყებას ეფექტიანი მუშაობისთვის – ამ საკითხებზე “ღირსეული შრომის პლატფორმამ” დღეს, 27 ნოემბერს, სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია შრომის ინსპექციის მიმართ დასაქმებულთა ნდობა და ის მიზეზები, რომელთა გამოც ამ უწყებისთვის მიმართვისგან ხშირად თავს იკავებენ. კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანია, დასაქმებულთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, ინსპექციისთვის მიმართვის უფრო მოქნილი წესების დანერგვა, ასევე კონტროლის პროცესში დასაქმებულთათვის თანასწორი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში დასაქმებულთა უფლებები ხშირად ისე ირღვევა, რომ მათ თავის დაცვის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია და რესურსი არ აქვთ. მკვლევრებმა „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციების ბენეფიციარები გამოჰკითხეს და სწორედ მათი გამოცდილებები არის გაანალიზებული ანგარიშში.

„შრომის ინსპექტირების პროცესის სანდოობა და ეფექტიანობა“ – ასე ჰქვია ანგარიშს, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 27 ნოემბერს, გაიმართა და რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ფაქტორები აბრკოლებს შრომის ინსპექციის საქმიანობას საქართველოში. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ კანონით განსაზღვრული ფორმის მიხედვით დასაქმებული საჩივარს ანონიმურად ვერ წერს და აუცილებელია სახელისა და გვარის დაფიქსირება, რაც  დასაქმებულთა დიდ ნაწილს აშინებს. ეს შიში ლოგიკურიცაა მაშინ, როდესაც კვლევაში დადასტურებულია, რომ რიგ შემთხვევებში ინსპექტირების პროცესის შემდგომ დასაქმებულთა ვინაობის გამჟღავნების შემთხვევები გამოიკვეთა.

რაც შეეხება შრომის ინსპექტირების ეფექტიანობაზე მოქმედ ფაქტორებს, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დარღვევის გამოსასწორებლად დაფიქსირებული ვადა, შაბლონურადაა დადგენილი და დარღვევის შინაარსთან ლოგიკურ ბმაში არ არის. კვლევის ავტორები დარღვევის შემთხვევაში კომპანიის გადამოწმების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

„ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრები ამბობენ, რომ საქართველოში დამსაქმებელთა მხრიდან უფლებების დარღვევის ფართო მასშტაბის გათვალისწინებით დასაქმებულთათვის საჩივრის დაფიქსირების სანდო და მოქნილი ფორმატის დანერგვა უმნიშვნელოვანესია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend