ისრაელმა 11-კაციანი სია მიიღო. სიაში მოხვედრილ ადამიანები სავარაუდოდ, დღეს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დრომდე ოჯახებს არ მიუღიათ ინფორმაცია მძევალთა გათავისუფლების შესახებ. ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან 3 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ 39 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების თანახმად, 4 დღის განმავლობაში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლონ, სანაცვლოდ კი ისრაელი 150 პალესტინელ მძევალს დააბრუნებს.
9-year-old Ohad, his mother and grandmother, were released after 49 days in Hamas’ captivity on Friday, November 24.
Listen to Ohad’s conversation with an IAF helicopter pilot during his first moments of regained freedom. pic.twitter.com/CcRNzNzsVi
— Israel Defense Forces (@IDF) November 26, 2023
ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა შესაძლოა, გააგრძელოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუ „ჰამასი“ მძევლების მოსაძებნად არსებულ დროს გამოიყენებს. საუბარია 40-ზე მეტ ქალსა და ბავშვზე, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავთ დაკავებული სხვა პალესტინურ დაჯგუფებებს. შეიხმა განმარტა, რომ ისრაელმა კატარს, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, ჯიჰადისტებთან მოლაპარაკებებში გადასცა 90 ქალისა და ბავშვის სია, რომლებიც სავარაუდოდ, მძევლად არიან აყვანილი.