მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში როგორც ისრაელის, ისე პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

ევროპის ქვეყნებში როგორც ისრაელის, ისე პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

ასიათასზე მეტმა ადამიანმა ლონდონის ცენტრში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. წინა დღეს პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის სრულ შეწყვეტას მოითხოვდნენ. ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია, დიდ ბრიტანეთში გახშირდა ანტისემიტური ინციდენტები.

აქცია ლონდონში, 26 ნოემბერი, 2023 – Alishia Abodunde/Getty Images

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ისრაელს და მოითხოვს მძევლების გათავისუფლებას.  იგი ამაყი ბრიტანელი ებრაელია, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა და სურს,  რომ ის უსაფრთხო ადგილი იყოს  ყველა ებრაელისთვის.

დემონსტრანტების თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე გახშირდა თავდასხები და მოქალაქეების დაშინება. მათ ამ აქციით სურთ დაანახონ საზოგადოებას, რომ  ბრიტანეთში ყველა ებრაელი ხალხის გვერდით დგას.

„არა რასიზმს“ – წარწერა პლაკატზე. დემონსტრაცია პარიზში – Copyright AP

 

ამავდროულად, ესპანეთის ქალაქებში პალესტინის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას მოითხოვდნენ.

მიღწეულმა შეთანხმებამ პირველად შეაჩერა საბრძოლო  მოქმედებები, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმის დროს  1200 ადამიანი დახოცა, 240 კი გაიტაცა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ისრაელი აგრძელებს პალესტინელების დახოცვას. მისი თქმით, ორი თვის განმავლობაში მათ იერიშს 15 000 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის არიან ბაშვებიც.

დემონსტრანტები ცდილობენ, წინ აღუდგნენ იმას, რაც ღაზაში ხდება

ისრაელმა კი პირობა დადო, რომ გაანადგურებს „ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც ღაზაში არიან გამაგრებული. თუმცა ისრაელში, ამავდროულად, აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა გახანგრძლივდება, თუ „ჰამასი“ ყოველდღიურად  10 მძევალს გაათავისუფლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend