“ჰამასსა” და ისრაელს შორის დადებული დროებითი ზავის თანახმად შეთანხმებული ტყვეთა გაცვლის პროცესი დაწყებულია.
IDF footage shows the moment the released hostages entered Israeli territory. pic.twitter.com/KgiPIp1z4N
— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) November 24, 2023
ჰათზერიმის სამხედრო საჰაერო ბაზაზე ტყვეთა ნაწილი უკვე ჩაიყვანეს.
They’re home.
IDF Special Forces and ISA Forces are currently with the released hostages. They will continue to be accompanied by IDF soldiers as they make their way to Israeli hospitals, where they will be reunited with their families.
The IDF, together with the entire Israeli…
— Israel Defense Forces (@IDF) November 24, 2023
ისრაელის ციხეებიდანაც გათავისუფლდა ათობით პალესტინელი, ყველა მათგანი ქალი და ბავშვია.
იქამდე კი კატარისა და შეერთებული შტატების ძალისხმევით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. ზავი ოთხ დღეს გასტანს და ამ დროის განმავლობაში “ჰამასი” სახლში დააბრუნებს 50 მძევალს. ათობით პატიმარს გაათავისუფლებს ისრაელიც.
We also confirm the release of 39 women and children detained in Israeli jails thus upholding the commitment of the first day of the agreement.
— د. ماجد محمد الأنصاري Dr. Majed Al Ansari (@majedalansari) November 24, 2023
ეს ზავი ასევე ითვალისწინებდა ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ღაზის სექტორში.
მედიამ უკვე გადაიღო სატვირთო მანქანები, რომლებიც ანკლავში რაფაჰის გამშვები პუნქტით შედიან.
ისრაელი დასთანხმდა, რომ დაუშვებს 130 000 ლიტრი საწვავის შეტანას, რომელიც ძირითადად, საავადმყოფოებს გადაეცემა.
თუმცა ამ დროებითი ზავით რეგიონში საომარი მოქმედებები არ შეწყდება. 4 დღეში მხარეები აპირებენ, რომ ცეცხლი განაახლონ. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო მიზანი არ შესრულდება, ანუ სანამ “ჰამასი” სრულად არ განადგურდება.