„საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“ – ამ სახელწოდების კვლევა გამოაქვეყნეს გაეროს განვითარების პროგრამამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის – საქართველო“.
შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევაში ის გამოწვევებია განხილული, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები სამშობლოში დაბრუნებისას აწყდებიან.
ასევე შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.
კვლევის შედეგებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში UNDP-ის გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერმა, ია დადუნაშვილმა და კვლევის ავტორმა, მერი ჩაჩავამ ისაუბრეს.