მთავარისაქართველო„მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას“ - ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას“ – ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

23 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურისა და გატაცებული ლევან დოთიაშვილის შესახებ.

რეზოლუციაში წერია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ თამაზ გინტურის მკვლელობას და ითხოვენ დამნაშავეების დასჯას. ტექსტში ასევე წერია, რომ ევროპარლამენტი ითხოვს გათავისუფლდნენ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული პირები.

ევროპარლამენტი ასევე მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი დოკუმენტი და სანქციები დაუწესდეთ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა უფლებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.

სანამ რეზოლუციას დაამტკიცებდნენ, ევროპარლამენტმა 22 ნოემბერს ამ საკითხზე დებატები გამართა.

„იმ დღეს, როდესაც მისი სამშობლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციას იღებდა, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს ადმინისტრაციულ საზღვარზე…. და ეს განცალკევებულ აქტს არ წარმოადგენს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა, ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტი ასევე უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის გამო და მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ძალები.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 552-მა დეპუტატმა, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.

6 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მანქანაში მოკლეს. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend