ისრაელსა და “ჰამასს” შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომი გრძელდება. გავრცელებული ინფორმაცია რომ დღეს დილის 10 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდოდა, არ გამართლდა და დროებითი ზავის ათვლის წერტილმა ერთი დღით გადაინაცვლა. ამ სამშვიდობო ძალისხმევის ფონზე გრძელდება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში “ჰამასსა” და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო მოქმედებები, შეტაკებებია ისრაელის ჩრდილოეთ სახელმწიფო საზღვართანაც “ჰეზბოლას” სამხედრო ნაწილებთან.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავის დაწყება ერთი დღით გადაიდო.
დიპლომატიური პროცესის შეფერხების ფონზე აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია.
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში “ჰამასის” სამხედრო ცენტრების განადგურებას ცდილობენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელელმა ჯარისკაცებმა შეძლეს “ჰამასის” ეგრეთწოდებული ჩრდილოეთ სამეთაურო პუნქტის მოსპობა.
Yes, we have discovered yet another Hamas tunnel, however this time beneath a civilian house near Shifa Hospital. pic.twitter.com/PbDEZQgU8R
— Israel Defense Forces (@IDF) November 23, 2023
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, “ჰამასი” ამ ეტაპზე კიდევ ინარჩუნებს 5-ამდე რეგიონულ ბრიგადას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.
ბრძოლები მიმდინარეობს თავად ქალაქ ღაზაშიც.

ისრაელის ჩრდილოეთ სახელმწიფო საზღვართან კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 20 იერიში მიიტანა “ჰეზბოლამ”, ისრაელი დაიბომბა სირიის ტერიტორიიდანაც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ომი გრძელდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “მკაფიოდ ვაცხადებ. ომი გრძელდება, ომი გრძელდება. ჩვენ ომს გავაგრძელებთ მანამ, სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. აუცილებელია “ჰამასის” განადგურება. მას შემდეგ, რაც გარანტირებული იქნება, რომ ღაზის სექტორს ტერორისტები აღარ მართავენ, მაშინ უკვე “ჰამასი” ჩვენთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება”.
ისრაელში ჩავიდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანი დევიდ კამერონი.
დევიდ კამერონი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანი: “იმედი მაქვს, რომ მხარეთა შორის ზავი მალე იქნება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზავის მეშვეობით მძევლებისა და ტყვეთა ნაწილის გათავისუფლება გახდება შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს ამ ზავით გათვალისწინებული შეთანხმების შესრულებისკენ”.
This morning, together with @elicoh1, I visited Kibbutz Be’eri, one of the communities affected by the appalling terror attack Israel suffered on 7 October.
I wanted to come here to see it for myself; I have heard and seen things I will never forget.
Today is also a day where… pic.twitter.com/2dU4gbeaIE
— David Cameron (@David_Cameron) November 23, 2023
“ჰამასსა” და ისრაელს შორის ზავის პირობების თანახმად პალესტინური მხარე ისრაელის 50 მოქალაქეს გაათავისუფლებს, ისრაელი კი 150 პალესტინელს.