მთავარიმსოფლიოხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობა ფილმებში

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობა ფილმებში

რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა თანამედროვე ფილმებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ისაუბრა

ბრიტანელ-ამერიკელმა რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა თანამედროვე ფილმებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მწერლებმა, რეჟისორებმა და სცენარისტებმა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად უნდა გამოიყენონ. ნოლანს ბოლო ნამუშევარში ,,ოპენჰაიმერში” გამოყენებული აქვს ხელოვნური ინტელექტი, რამაც მისი აზრით, ფილმის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

,,ხელოვნური ინტელექტი ძალიან ფართო ტერმინია. ის მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა კინოსამყაროში სხვადასხვა ფორმით. მე რისიც მეშინია არის ის, რომ ჩვენ არ ვუყურებთ მას როგორც ინსტრუმენტსა და დამხმარე იარაღს ჩვენ საქმეებში, ჩვენ მას განვიხილავთ როგორც ადამიანის შექმნილ სასწაულს, რომელზეც არანაირი წესები არ ვრცელდება. ეს ასე არ უნდა იყოს, მწერლებმა, რეჟისორებმა და სცენარისტებმა ის თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებელ იარაღად უნდა გამოიყენონ.

ოპენჰაიმერი ნამდვილად შედგა. ამ ისტორიით შევძელით, რომ ახალგაზრდა მაყურებელი სათანადოდ დაგვეინტერესებინა ჩვენი ფილმით. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ფილმები IMAX ფორმატში გადაიღო”, -ამბობს რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend