კინოთეატრ “ამირანში” უკრაინული დოკუმენტური ფილმის „შიშით შებოჭილის“ ჩვენება გაიმართა, რომელიც ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებზე მოგვითხრობს.
დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს ომს უკრაინელი ბავშვების თვალებით და მიმოიხილავს დოკუმენტური კინონამუშევრის მცირეწლოვანი გმირების ამბავს, რომლებმაც გამოიარეს ოკუპაცია, დაბომბვა, ტანჯვა და სამუდამოდ დაკარგეს ბავშვობა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, Front News Ukraina-ის დამფუძნებელმა რაულ ქირიამ ისაუბრა.