ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, სახელწოდებით „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევები- მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივიდან.“
ფორუმი სამწლიანი პროექტის – „კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების“ დასკვნითი ღონისძიებაა, რომლის მიზანი 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა იყო.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ისაუბრა.