მთავარისაქართველო"ბიომრავალფეროვნება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში"

“ბიომრავალფეროვნება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში”

ორგანიზაცია “საბუკო” თბილისში დღეს მაღალი დონის ბიომრავალფეროვნების კონფერენციას მასპინძლობს. პანელურ დისკუსიებზე ყურადღება დაეთმობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკვანძო თემებს, კერძოდ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ზემოქმედებას ბუნებაზე და გარემოსდაცვით საკითხებს საქართველოს კონტექსტში. კონფერენციას სახელწოდებით “ბიომრავალფეროვნება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში” სამთავრობო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

“დღევანდელი ჩვენი კონფერენცია ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. რამდენად შეესაბამება საქართველოს არსებული კანონმდებლობა და პოლიტიკა თუნდაც, ევროკავშირის დირექტივებს, ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკებს, რომლებიც უმეტესწილად აფინანსებენ ხოლმე ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რა შეიძლება გაკეთდეს ამისთვის, მოხდეს ჰარმონიზება ერთი მხრივ, ბუნების დაცვის და მეორე მხრივ განვითარების პროექტების?” – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, “საზოგადოების ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკოს” დირექტორი.

ღონისძიებაზე ასევე წარადგენენ თემატურ პოსტერებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებს აღწერს.

“აქ გამოფენილი არის პოსტერების სახით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გარემოსდამცველების მიერ მოძიებული პრობლემები იმ პროექტებისა, რომლებმაც მავნე ზემოქმედება მოახდინეს როგორც გარემოზე, ასევე, რა თქმა უნდა, მოსახლეობასა და მათ უსაფრთხოებაზე. ზოგადად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში გარემოს დამცველები ძალიან ინტენსიურად იკვლევენ და ცდილობენ შეცვალონ და გამოავლინონ ის პრობლემები, რომლებიც არის გარემოში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მითუმეტეს ახლა, გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე. თუ არ გავუფრთხილდით იმ ყველაფერს, რაც გვაქვს, და არ გამოვასწორეთ დაზიანებები, გვექნება უფრო დიდი კატასტროფები და პრობლემები”, – ამბობს ირმა გორდელაძე, გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ეკოს” წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend