მთავარიამერიკააშშAsap Rocky-ის სასამართლო

Asap Rocky-ის სასამართლო

ამერიკელი რეპერი ყოფილი მეგობრის დაჭრაშია ბრალდებული

ლოს-ანჯელესის სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ დაადგინა, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ რეპერ Asap Rocky-ის დასაკავებლად.

მომღერალმა 2021 წელს ჰოლივუდის ერთ-ერთი სასტუმროს მახლობლად ცეცხლი გაუხსნა თავის ყოფილ მეგობარსა და თანამშრომელს.

მოსამართლემ საქმის ორი უშუალო მოწმის ჩვენება მოისმინა. მომღერალი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და  თავს უდანაშაულოდ თვლის.

35 წლის რეპერი ეისაპ როკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რაკიმ მაიერსია, გრემის ორგზის ნომინანტია. მას  მომღერალ რიანასგან ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.

,,ჩვენ არ გაგვკვირვებია ეს სიტუაცია.  ველოდით, რომ როქის სასამართლოს წინაშე  მოუწევდა გამოსვლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას პატიმრობას არ მიუსჯიან, .-ამბობს ჯო ტაკოპინა მომღერლის ადვოკატი.

პროკურორების თქმით, ბრალდების დადასტურების შემთხვევაში მას 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოსამართლე ვილარის თქმით, არსებობს საქმის ვიდეომასალები, რომელთა მიხედვითაც,  რეპერს, სავარაუდოდ, ბრალი დაუმტკიცდება.

სასამართლოზე მომღერლის ყოფილმა საუკეთესო მეგობარმა და დაზარალებულმა ტერელ ეფრონმა განაცხადა, რომ მას და რეპერს შორის სიტუაცია 2021 წლის 6 ნოემბერს, ჰოლივუდის სასტუმროს მიმდებარე ქუჩაზე დაიძაბა.  როკიმ ეფრონს იარაღი მუხლში ესროლა.

ვიდეოჩანაწერიდან კარგად არ ჩანს, კონკრეტულად ვინ ისვრის იარაღიდან. თუმცა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეტექტივი ფრენკ ფლორესი ირწმუნება, რომ მსროლელი ეისაპ როკია.

მომღერალი ლოს-ანჯელესის აეროპორტში აპრილში დააკავეს,  ბრალი კი აგვისტოში წაუყენეს. საქმეზე გამოძიება ახლაც გრძელდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend