მთავარიევროპარუსეთირუსეთის პარლამენტმა 2024 წლისთვის თავდაცვისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი რეკორდულად გაზარდა

რუსეთის პარლამენტმა 2024 წლისთვის თავდაცვისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი რეკორდულად გაზარდა

რუსეთის პარლამენტი 24 წელს  თავდაცვისთვის ბიუჯეტს 25-%-ით ზრდის. ასეთი რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი, რომელიც უშუალოდ ქვეყნის თავდაცვას მოხმარდება, დუმას ჯერ აქამდე არ დაუმტკიცებია.

„აღსანიშნავია, რომ მთავარი ყურადღება ფრონტისკენ და გამარჯვებისკენ არის მიმართული. საშინაო ფრონტის ყველა საკითხი ასახულია ბიუჯეტშიც. ყველაფერი მოგვარებულია. მეტიც, დამატებითი ვალდებულებები აღებულია და შესრულდება. ინდექსაცია იზრდება პენსიებთან, ხელფასებთან და სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დუმის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

მოსალოდნელია, რომ თავდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გადააჭარბებს ყველა სხვა დანახარჯს, მათ შორის სოციალურ ხარჯებსაც

ამასთან, კრემლს სურს გააძლიეროს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა, რადგან რუსეთი მარტში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ანალიტიკოსების აზრით, უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რუსებისთვის. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება შეეცდება, წინა საარჩევნოდ ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად იპოვოს ალტერნატიული გზა, თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ მოკლევადიანი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემებს შექმნის.

რუსმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ 2024-2026 წლების ბიუჯეტი სპეციალურად შეიმუშავეს სამხედროების დასაფინანსებლად და რუსეთზე სანქციების გავლენის შესამცირებლად.

დუმის მიერ მიღებული ბიუჯეტი, სანამ მას  პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოაწერს ხელს, დასამტკიცებლად გადაეცემა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატას.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს,  რომ 2024 წელს ხარჯები დაახლოებით 411 მილიარდი დოლარს მიაღწევს, ხოლო ბიუჯეტის სავარაუდო დეფიციტი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,8% იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend