პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინელი ხალხი უკვე ვეღარ უძლებს იმ საშინელ გენოციდს, რომელიც ამ წუთებში ღაზის სექტორში მიმდინარეობს. ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ძალები არ დაიშუროს ამ კატასტროფის შესაჩერებლად და იხსნას პალესტინის უდანაშაულო მოქალაქეები.
,,ჩვენი ხალხისთვის მიყენებული ტანჯვა აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს. რას ელოდება ამერიკა? არ აპირებს ბატონი ჯო ბაიდენი ჩარევას? ღაზაში ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლის ღვრა საკმარისი არ არის?
პრეზიდენტო ბაიდენ, მე მოგიწოდებთ, რომ ძალები არ დაიშუროთ ამ გენოციდისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად და გაათავისუფლოთ ხაფანგში მომწყვდეული ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეები.
ისრაელის საოკუპაციო ძალებმა ღაზაში პალესტინელი ხალხის ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. მათ შორის ყველაზე ბოლოს ალ-ფახოურასა და თელ ალ-ზაატარის სკოლებში, რამაც ასობით იძულებით დევნილის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოვითხოვ, რომ თქვენ და მსოფლიო ლიდერებმა აიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ ხალხზე და შეაჩეროთ ეს გენოციდი. უკვე 42 000-ზე მეტი პალესტინელს მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. ამას გარდა განადგურდა, სკოლები, და საზოგადოებრივი დაწესებულებები”, -განაცხადა პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა.