მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილმა კლინიკიდან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა კლინიკიდან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდების საქმე.  პროცესის მიმდინარეობას დისტანციურად დაესწრო თავად მიხეილ სააკაშვილი და მან კლინიკა „ვივამედიდან“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. სააკაშვილი გამოეხმაურა გასულ კვირაში სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული გამოცემა Le monde-სთვის მიცემულ ინტერვიუს და განაცხადა, რომ მან სწორი აქცენტები დასვა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ერთადერთ ოლიგარქად მოიხსენია.  მან ასევე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების საკითხზე გამოთქმული მოსაზრებებიც და თქვა, რომ პრეზიდენტს ერთი ხელმოწერით შეუძლია მისი გათავისუფლება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია აქტიური ქმედებების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუკი ის ამას მოინდომებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ მას არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა და კვლავ ცდილობს, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამართლებას. მისი თქმით, როდესაც პატიმარი შეწყალებას ითხოვს, მას გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ როგორც კი იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend