ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ასახულია, როგორ შეჰყავთ „ჰამასის“ მებრძოლებს ალ-შიფას საავადმყოფოში 7 ოქტომბერსა და მომდევნო დღეებში აყვანილი მძევლები.
ამასთანავე, სამხედროები აცხადებენ, რომ საავადმყოფოში რამდენიმე ისრაელელი დახოცეს. მათი განცხადებით, 19 წლის სამხედრო მოსამსახურე გოგო, რომელიც მსუბუქად იყო დაჭრილი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე მოკლეს.
19 year old CPL Noa Marciano was abducted and murdered by Hamas terrorists on October 7.
Her body was found and extracted by IDF troops adjacent to the Shifa Hospital in Gaza.
The IDF sends its heartfelt condolences to the family and will continue to support them. pic.twitter.com/f7eWBUrzVq
— Israel Defense Forces (@IDF) November 17, 2023
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ 19 წლის კაპრალი ნოა მარჩიანო „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბერს ხოცვა-ჟლეტის დროს დაატყვევეს. ნოა ღაზაში ცოცხალი წაიყვანეს. მათ აქვთ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ იგი „ჰამასის“ ტერორისტებმა ალ-შიფას საავადმყოფოში მიიყვანეს და მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს ქვეშ არსებული გვირაბის შესასვლელში გადაღებული ვიდეოც გაავრცელეს. სამხედრო ინჟინრები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნია 55 მეტრის სიგრძის გვირაბი.
OPERATIONAL UPDATE: IDF and ISA forces revealed a significant 55-meter-long terrorist tunnel, 10 meters underneath the Shifa Hospital complex during an intelligence-based operation.
The tunnel entrance contains various defense mechanisms, such as a blast-proof door and a firing… pic.twitter.com/tU4J6BD4ZG
— Israel Defense Forces (@IDF) November 19, 2023
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის აშრაფ ალ-ქუდრას თქმით, ისრაელელებმა ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსი სამხედრო ყაზარმებად გადააქციეს, სადაც უამრავი ადამიანი დააკავეს. ჯერ დაკითხეს ისინი, შემდეგ კი გაუშვეს. მათ ასევე საავადმყოფოს ირგვლივ, მიწისქვეშა სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, გადათხარეს ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომ თავიანთი ბრალდებები გაემყარებინათ. თუმცა, აშრაფ ალ-ქუდრას თქმით, უშედეგოდ, რადგან ყველამ იცის, რომ აქ არაფერია.
მედია „ჰამასის“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულია 13 000 პალესტინელი, მათ შორის 5500 ბავშვი და 3500 ქალი. დაბომბვისა და სროლების შედეგად კი დაჭრილია 30 000-ამდე ადამიანი.