მთავარისპორტივეტერანი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე

ვეტერანი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე

აბუ-დაბიში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლის მფლობელი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა პაატა მერებაშვილი, ასევე 100 კილოგრამს ზემოთ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა სლავიკ რეზესიძე.  აღსანიშნავია, ასევე ქართველი ფალავანი ალექსი დავითაშვილი, რომელმაც ვეტერანთა შორის უკვე მეშვიდედ მოიპოვა ოქროს მედალი. პირველი ადგილის მფლობელი ასევე გახდა შალვა ბექაური. 51 წლის შალვა ბექაურმა ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელი მეტოქე დაამარცხა. ყოფილი სპორტსმენი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მექანიკოსად თითქმის 14 წელია მუშაობს. ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია, ასევე ევროპის ძიუდოს ჩემპიონი ახალგაზრდებში და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული. 2023 წელს მან მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამბოში, ძიუდოში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული.

საქართველოში ვეტერან ძიუდოისტთა კავშირი უკვე 4 წელია, რაც ჩამოყალიბდა და თავიდან 25 სპორტსმენი იყო გაწევრიანებული, თუმცა მათი რიცხვი დღეს უკვე 200-ამდეა გაზრდილი.

ძიუდო ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ეს სპორტი ახალგაზრდულ ასაკში ტრავმების გარეშე  არ არსებობს, ვეტერანებისთვის კი უფრო მეტადაა საფრთხილო.

ვეტერანი მოჭიდავის მთელი ოჯახი ამ საქმეშია ჩართული. შალვას შვილი ნიკა ბექაურიც ამ სპორტით არის დაკავებული და ხანდახან მამის წინააღმდეგაც უწევს სპარინგი. ის ახალგაზრდა სამბისტთა შორის საქართველოს ჩემპიონია. შალვას თქმით, ძიუდოში დაბრუნების მთავარი მოტივაცია შვილისთვის მაგალითის მიცემა იყო.  შალვას  ყოველთვის ეხმარება ძმა, რომელიც მუდმივად ამხნევებს შეჯიბრების დროს და რჩევა-დარიგებებს აძლევს მას.

მაისში საქართველოში პირველად ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ვეტერან ძიუდოისტთა შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend