მთავარისაქართველო"ზნეობრივი მაგალითი"- "სამხედრო ცენტრის" წევრ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

“ზნეობრივი მაგალითი”- “სამხედრო ცენტრის” წევრ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

გენერალი კონსტანტინე აფხაზი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალ-მაიორი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ ზანდუკელი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, ოფიცერი ივანე ქუთათელაძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი – ეს იმ ადამიანების სახელებია, რომლებიც 1923 წელს წითელმა არმიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტა.

წელს ამ ტრაგედიიდან 100 წელი გავიდა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან ისაუბრა გასაბჭოების წინააღმდეგ ქართველი ოფიცრებისგან დაკომპლექტებულ „სამხედრო ცენტრზე“, რომლის მებრძოლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და რომლებიც დააპატიმრეს, შემდეგ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი სისრულეში ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოიყვანეს. მისი თქმით, სწორედ ეს 15 ადამიანი არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო და ეს არის ის, რაც ქართველ ერს აერთიანებს.

მოგვიანებით, ორბელიანების სასახლეში დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც დაცული იქნება ამ გმირების პატივსაცემად გახსნილ ,,კოტე აფხაზის კაბინეტში“. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: დახვრეტილ გმირთა შთამომავლები, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

 

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ეროვნულ გმირთა შთამომავლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ.

,,კოტე აფხაზი მაშინ კი არ გახდა გმირი, როდესაც თქვა, რომ ბედნიერია, რომ კვდება საქართველოსთვის, ან უშუალოდ დახვრეტის წინ,  მას უკვე არჩეული ჰქონდა სიკვდილთან სითამამე, როდესაც 2 კვირით ადრე შესთავაზეს საქართველოს დატოვება, მან თქვა ძალიან მარტივი რაღაც: მე ვარ საქართველოს გენერალი და გენერალი არასოდეს ტოვებს თავის ჯარისკაცებს ბრძოლაში!“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend