ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით თბილისში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მე-2 საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციაზე, სადაც 9 თემატური სესია გაიმართება, 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე მსჯელობს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.