მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი

რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს – დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი

რუსულმა ძალებმა  ხერსონის რეგიონზე ავიაიერიშები გააძლიერეს, რასაც ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი პირველია, ვინც  ომის დაწყების შემდეგ  მთავარ საპორტო ქალაქს, ოდესას, ეწვია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  ლონდონი მხარს დაუჭერს უკრაინას  იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მან ოდესაში ქვეყნის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – Copyright Euronews

 

დევიდ კამერონის თქმით, ოდესას უდიდესი მნიშვნელობა ექნება უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხში. ისინი აამოქმედებენ სადაზღვევო სისტემას, რომელიც დაეხმარება გემებს, დატოვონ პორტი და გაიარონ ახალი საზღვაო ხაზი. ის ასევე უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ სარგებელი მიიღოს ამ ექსპორტებიდან.

გასული თვის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული დახმარების კუთხით. ბოლო ინფორმაციით, უკრაინას ბრიტანეთისგან 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება გადაეცა.

ამასთანავე, როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე იუწყება, რომ ავდიივკის გარშემო, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, დაძაბული ვითარებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend