საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე იმსჯელეს. ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანა რეფორმებს გააგრძელებს. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ ამ რეფორმების განხორციელებაში. კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებასა და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე თუ როგორ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.