გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინსტიტუტმა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დეოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვა და მათი სურვილის შემთხვევაში მშობლიურ მხარეში დაბრუნების უზრუნველყოფა დააკისრა. მთიანი ყარაბაღის რეგიონი 100 ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 13-მა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ორმა კი არა.
ჯოან დონოგი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე: “სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანი ვალდებულია აღასრულოს რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის ხელშეკრულების დებულებები და უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაბრუნების მსურველთა დახმარება. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოეთხოვება რეგიონში 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია მათი სურვილის შემთხვევაში”.