მთავარი საქართველო გალაკტიონი - "უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვი"

გალაკტიონი – “უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვი”

მარჯანიშვილის ქუჩაზე, ამ სახლში, გალაკტიონ ტაბიძემ ცხოვრების 24 წელი გაატარა.

დღეს აქ მემორიალური სახლ-მუზეუმია. საგამოფენო ნიმუშები გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად მოგვითხრობს. აქ ინახება გალაკტიონის ფოტოები და ხელნაწერებიც, რომლებიც პოეტის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგეს.

17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

გალაკტიონი ბევრს ფიქრობდა და წუხდა თბილისზე. პოეტი შიშობდა, რომ თბილისის ცასა და ჰაერს მანქანების გამონაბოლქვი აბინძურებდა. ძალიან უყვარდა თავისი ბინის ფანჯრებიდან, აივნებიდან ქუჩისთვის თვალის დევნება. ალბათ, სწორედ აქედან ითვლიდა ხოლმე მანქანებს.

იმ დროს ცოტა ადამიანმა თუ იცოდა, რომ პოეტს ხატვაც ძალიან ჰყვარებია. მისი დღიურებიდან უამრავი ჩანახატია შემორჩენილი, რომლებიც დღეს მის სახლ-მუზეუმშია წარმოდგენილი.

გალაკტიონის დაბადების დღესთან ერთად მისი შემოქმედებითი ცხოვრების დაწყებიდან 115-ე საიუბილეო წელსაც აღნიშნავენ.

115 წლის წინ გალაკტიონ ტაბიძის პირველი ლექსები დაიბეჭდა. „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“ გამოჩნდა.

,,1908 წელს, როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა რაღაც. მე ვიწრო და ბნელი საკნიდან ამოვედი თავისუფალ ასპარეზზე და ყველგან, სადაც კი თვალი გასწვდებოდა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე“.

უდიდესი თაყვანისცემის მიუხედავად პოეტს ბევრი მეგობარი არასოდეს ჰყოლია.

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მას შემდეგ 64 წელია გასული. თუმცა ყოველ წელს, 17 ნოემბერს, მის დაბადების დღეს უამრავი ადამიანი აღნიშნავს. დედაქალაქში მის სახელს ატარებს ქუჩა და ხიდი, დგას ძეგლი. ხოლო, რამდენიმე წლის წინ ინტერნეტსივრცეში მისი ჩეთბოტი ,,კიბერ გალაკტიონიც“ კი გამოჩნდა.

გალაკტიონ ტაბიძეს დედა უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებულ დიდ ბავშვს ეძახდა. ადრეული ბავშვობიდანვე გამოხატული სიფაქიზე პოეტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend