მთავარი საქართველო WONDERSILK STUDIOS - საქართველოსა და ამერიკული სტუდიების თანამშრომლობა

WONDERSILK STUDIOS – საქართველოსა და ამერიკული სტუდიების თანამშრომლობა

სილქ როუდ ჯგუფმა, კინოსტუდია WonderHill Studio-მ და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია ESTech-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოში ერთობლივი საწარმოს WonderSilk Studios (WSS) დაარსების შესახებ. WonderSilk studios კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს. ამ პარტნიორობის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს, ჰოლივუდის სტუდიებსა და ინდი ფილმების პროდიუსერებს შესთავაზონ კინოწარმოებაში ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, სტუდიების, პერსონალისა და ტალანტების გამოყენების სრულყოფილი გეგმა. ხელმოწერის ცერემონია წინანდლის მამულში გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend