მთავარისაქართველოსაქართველოში დიდი კინოეპოპეა იწყება

საქართველოში დიდი კინოეპოპეა იწყება

სულ მალე საქართველოში, დიდი კინოპერსპექტივები გაიშლება. ამ ამბავზე შეთანხმება კი წინანდლის მამულში შედგა. სილქ როუდ ჯგუფმა, კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიამ ESTech,  საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, 15 ნოემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოში ერთობლივი საწარმოს – WonderSilk Studios (WSS) – დაარსების შესახებ, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს.

ჰოლივუდიდან ჩამოსული სტუმრები ამ პარტნიორობაში დიდ  პერსპექტივას ხედავენ და სამომავლო პროექტებზე საუბრობენ.

„როგორც სტუდიის ხელმძღვანელი და უბრალოდ, კინომოყვარული, ყოველთვის ვოცნებობდი  გლობალურ კინემატოგრაფიულ სამყაროში ხიდები ამეგო“, – ამბობს სტუდია WonderHill Studios თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი, მარვინ პერტი.

კომპანია ESTech-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კარ ბეტისმა კი ასე მიმართა ქართველ პარტნიორებს: „ეს კინოკონსორციუმი შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას წარუდგინოს მსოფლიო მაყურებელს საქართველოსა და ცენტრალური აზიის მდიდარი კინოკულტურა. ლეგენდარულმა იტალიელმა რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ, რომელიც ქართული კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო, ყველაზე კარგად თქვა: „ქართული ფილმი სრულიად უნიკალური ფენომენია…“

წინანდალში დაფუძნებული პარტნიორობის მიზანი ასე განმარტა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა – „საქართველოში შესაძლებელი გახდება ჰოლივუდისა და ქართული კინოინდუსტრიის ურთიერთობისთვის საუკეთესო პლატფორმის შექმნა, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გააჩენს  ქართული და ამერიკული კულტურის, ისტორიისა და ხალხის უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობას“.

წინანდალში დაწყებული კინოპარტნიორობის მიზანია, რომ ჰოლივუდის სტუდიებსა და ინდი ფილმების პროდიუსერებს შესთავაზოს ადგილობრივი სივრცეების, სტუდიებისა და ტალანტების კინოწარმოებაში ჩართვის  შესაძლებლობა. უკვე დღეიდან და მომავალი წლისათვის, Wonder Silk Studios (WSS) საქართველოსა და ყაზახეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას გეგმავს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend