მთავარიევროპაიტალიამიქელანჯელოს საიდუმლო ოთახი

მიქელანჯელოს საიდუმლო ოთახი

მიქელანჯელო 1530 წელს ამ ოთახში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმალებოდა, როდესაც მას რომის პაპის დაცვა ეძებდა

ფლორენციაში მდებარე 30 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი, რომელშიც 500 წლისწინანდელი ნახშირისგან შექმნილი ესკიზებია შემონახული, მიქელანჯელოს საიდუმლო ოთახია.

ეს ადგილი საუკუნეების განმავლობაში სან-ლორენსოს ბაზილიკის სათავსო ოთახი იყო. ნახატები კედელზე 1975 წელს თაბაშირის ორი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს.

მიქელანჯელო 1530 წელს ამ ოთახში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმალებოდა, როდესაც მას რომის პაპის დაცვა ეძებდა. მიქელანჯელო ფლორენციის რესპუბლიკას უჭერდა მხარს და ეწინააღმდეგებოდა პაპის ინსტიტუტსა და მედიჩების ოჯახს.

,,ეს ადგილი ერთგვარი დროის კაფსულაა, სადაც შეგიძლიათ გენიალური პიროვნების შემოქმედებას შეეხოთ. შეუძლებელია, აქაურობამ არ მოგხიბლოთ. ეს ნახატები ნამდვილად გონების სავარჯიშოებია, ეს არის კედელში დატანებული ზეინტელექტუალური პროექტი“,-ამბობს ფრანჩესცა დე ლუკა, მედიჩების მუზეუმის ხელმძღვანელი

,,ამ პატარა ოთახში ჩაკეტილმა მიქელანჯელომ იპოვა გზა, რომ არ მოეწყინა და ერთადერთი ხელმისაწვდომი ზედაპირი, კედელი, თავის სამუშაო ადგილად ექცია“, – ლუკა პალამარა, ევრონიუსი.

ზოგიერთი ნახატი შეიძლება არ იყოს მიქელანჯელოს, ისინი შესაძლოა, მისი შეგირდების ან სხვა მხატვრების ნამუშევრებია, მაგრამ ნახატთა უმეტესობას რენესანსის გენიოსის ხელი აშკარად ეტყობა.

კედელზე დატოვებული შავი კვალი დამთვალიერებელს მიანიშნებს, რომ ოთახის გასანათებლად მიქელანჯელო ჩირაღდანს იყენებდა.

მიქელანჯელოს საიდუმლო ოთახი დამთვალიერებლებისთვის მალე გაიხსნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend