მთავარიმსოფლიოისრაელის არმია დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს

ისრაელის არმია დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს

ისრაელის არმია ყურადღებით აკვირდება კონფლიქტის გაღვივების ნებისმიერ ნიშანს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომი გავლენას ახდენს იქ არსებულ ვითარებაზე.

ბოლო მონაცემებით, მკვეთრად გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ისრაელის ძალების მიერ მოკლულია 168 პალესტინელი.

ასევე ცნობილია, რომ იქ მცხოვრებმა ისრაელელებმაც დახოცეს 8 პალესტინელი.

ისრაელის არმიის რეიდის შემდეგ დანგრეული შენობა. დასავლეთ სანაპირო, ქალაქი ტულკარემი. 14 ნოემბერი, 2023 – Copyright AP

ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ  დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქში ისინი კონტრტერორისტულ ოპერაციას აწარმოებენ.

გუშინ ტულკარმში ჩატარებული რეიდის ფარგლებში შვიდი პალესტინელი მოკლეს, რადგან გზაზე, სადაც ისინი გადაადგილდებოდნენ, სპეციალური მანქანების მეშვეობით ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

სამხედროების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დააკავეს და დაკითხეს რამდენიმე ეჭვმიტანილი.

პალესტინელი მებრძოლები, დასავლეთ სანაპირო, ქალაქი ტულკარემი – Copyright AP

 

ზოგიერთმა შეიარაღებულმა დამნაშავემ წინააღმდეგობა გაუწია, შესაბამისად, ისინი სროლის შედეგად დაიღუპნენ.

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე დაკავებულთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს. ისრაელის განცხადებით, მათ უმეტესობას „ჰამასთან“ აქვს კავშირი.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend