მთავარიაზიაღაზაისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ

ისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ

ბოლო ინფორმაციით, ისრაელის სამხედროები ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი აწარმოებენ ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციას „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო სავსეა პაციენტებითა და სამედიცინო პერსონალით.

რამდენიმე საათით ადრე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ მებრძოლები და პალესტინის ისლამური ჯიჰადი ღაზის სექტორში საავადმყოფოებს, მათ შორის ალ-შიფას, და ამ შენობების ქვეშ არსებულ გვირაბებს თავშესაფრად, სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მძევლების დასამალად იყენებდნენ.

დღის განმავლობაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა იმ 30-ამდე დღენაკლული ჩვილის გასაყვანად, რომლებსაც ინკუბატორები ესაჭიროებათ

საავადმყოფოს ირგვლივ რანდენიმედღიანი ავიაიერიშის შედეგად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. დაუცველი და უმწეო ჩვილების ფოტოების გავრცელებას საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ღაზის სხვა საავადმყოფოებშიც მძიმე ვითარებაა

 

პალესტინელები გლოვობენ დაღუპულ ნათესავს. 14 ნოემბერი, 2023 – Copyright AP

 

გაეროში აცხადებენ, რომ 36 დაწესებულებიდან 22 არ ფუნქციონირებს საწვავის უქონლობის, დაზიანებისა თუ საბრძოლო მოქმედებების გამო. ხოლო მათ, ვინც აგრძელებს მუშაობას, ძლივს ჰყოფნით მარაგი კრიტიკული და სასიცოცხლოდ აუცილებელი ოპერაციების ჩასატარებლად.

ღაზის ერთ-ერთი მცხოვრები რიდ ბაიკერი ამბობს, რომ დაბომბვის ხმის გაგების შემდეგ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისი თქმით, ღაზაში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი არც ბაზარში, არც პარკში, არც სკოლაში და არც საავადმყოფოში.

„ჰამასი“ არ ეთანხმება ისრაელის ბრალდებებს, რომ თითქოს იგი  საავადმყოფოებს, კერძოდ, ალ-შიფას თავშესაფრისთვის, სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მძევლების დასამალად იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend