საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წყალდიდობით დაზარალებულ პა-დე-კალეს რეგიონს ეწვია და განაცხადა, რომ 50 მილიონ ევროს გამოყოფს მისი დასახმარებლად
წყალდიდობა ჩრდილოეთის რეგიონში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. დაზარალდნენ ფერმერებიც, რომელთა სახნავ-სათესი მიწები თითქმის სრულად დაიტბორა. მოსახლეობა შიშობს, რომ სტიქია შესაძლოა კვლავ განმეორდეს.
VIDEO: Flood damage.
Heavy rain has caused rivers to overflow, submerging dozens of towns in France's northern Pas-de-Calais region. A week earlier, more than a dozen people died across western Europe after Storm Ciaran brought heavy downpours and record winds pic.twitter.com/LY9MD8b6yG
— AFP News Agency (@AFP) November 9, 2023
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს ყველა მუნიციპალიტეტს, რომელთაც სტიქიასთან საბრძოლველად დახმარება ითხოვეს. მისი თქმით, თითოეულ მათგანს, დაახლოებით 214 მუნიციპალიტეტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
À nos compatriotes touchés par les inondations : l’État sera à vos côtés aussi longtemps que nécessaire.
Nous reconnaissons l’état de catastrophe naturelle et mobilisons un fonds de soutien exceptionnel pour les collectivités et les agriculteurs.
Restons prudents et solidaires. pic.twitter.com/0lDd8vNtb1
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) November 14, 2023
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამოქმედდება ფერმერთა დახმარების პროგრამა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიმუშავეს. მისი თქმით ეს პროგრამა საშუალებას აძლევთ მათ, დაეხმარონ და მისცენ კომპენსაცია დაზარალებულებს.
ფრანგ ფერმერებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის მანამდე რომ მიექციათ ყურადღება, შესაძლებელი იქნებოდა სახნავ-სათესი მიწების დატბორვის თავიდან აცილება.
ერთ-ერთი ფერმერი რაფაელ დელმარი ამბობს, რომ ახლა ჩემი მოსავლის 60 პროცენტი წყლით არის დაფარული. მისი შეფასებით ხიდები, შესაბამისი აუზები და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, წყლის ტუმბოები სუსტია. იგი აცხადებს, რომ მთლიანად სისტემა საჭიროებს გადახედვასა და განახლებას, რადგან დროსთან ერთად იცვლება კლიმატიც, რაც, თავის მხრივ, დამატებით სირთულეებს ქმნის.
ჟაკ ბიიანი, მთავრობის წარმომადგენელი პა-დე-კალეში აცხადებს, რომ 6 ნოემბრიდან მოყოლებული წყალდიდობების შედეგად 5000 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაზარალებული რეგიონიდან 1400 ადამიანი უკვე გაიყვანეს. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.