მთავარიევროპაალბანეთითავშესაფარი მიგრანტებისთვის ალბანეთში

თავშესაფარი მიგრანტებისთვის ალბანეთში

ალბანეთი მიგრანტების მისაღებად ემზადება.

იტალიის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გააფორმა შეთანხმება ტირანასთან, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აშენდება 2 მიმღები ცენტრი მიგრანტებისთვის, მასში კი  ერთდროულად 3000 ადამიანი განთავსდება.

ამასთან ცნობილია, რომ არასრულწლოვანებს, ორსულ ქალებსა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს იტალია ალბანეთის ბანაკებში არ გაგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრები ალბანეთის ტერიტორიაზე განთავსდება, მიგრანტთა მისაღები ცენტრები დაექვემდებარება იტალიის იურისდიქციას, რაც შეიძლება არღვევდეს ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროკომისია ფრთხილია ამ თემასთან დაკავშირებით. შეთანხმებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ 9-გვერდიანი დოკუმენტის ანალიზი ჯერ კიდევ გრძელდება.

“ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონტაქტზე ვართ იტალიის ხელისუფლებასთან. ახლახან მივიღეთ ოქმი, რომელიც გაფორმდა იტალიისა და ალბანეთის ხელისუფლებას შორის და უნდა შევაფასოთ. ამიტომ ვერ შევძლებთ დეტალებზე საუბარს, სანამ სრულად არ შევისწავლით მას“, – ამბობს ანიტა ჰიპერი, ევროკომისიის სპიკერი, ევროკომისიის საშინაო საქმეთა, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების საკითხებში.

ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის განხორციელება ახალი არ არის ევროპაში, თუმცა წარმატებული არც არასოდეს ყოფილა.

„ თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსგავსი სახის შეთავაზებები არასდროს განხორციელებულა მრავალი მიზეზის გამო. არსებობს სამართლებრივი კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს გადაწყვეტილება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით“, – ამბობს ალბერტო ჰორსტ ნეიდჰარდტი, ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი.

ევროპის მაგალითებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ  დანიის პარლამენტს უკვე აქვს მიღებული კანონი, რომლის თანახმად, ლტოლვილებს დანიის პარტნიორ ქვეყნებში (ევროკავშირის საზღვრებს გარეთ)  არსებულ ბანაკებში განათავსებენ და ისე მოხდება მათი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა .

ამ ტიპის გარიგებები, სავარაუდოდ, მომავალში ხელახლა დაინერგება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეესაბამებოდეს ევროკავშირის ახალ კანონებს მიგრაციის შესახებ, რომელიც ამჟამად განიხილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend