მთავარიმსოფლიონაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია უახლეს ანგარიშს აქვეყნებს

ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია უახლეს ანგარიშს აქვეყნებს

ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის დაკვეთით, გამოქვეყნდა სახმელეთო ნაღმების მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ასახულია, თუ ვინ და როგორ იყენებს ამ ტიპის შეიარაღებას

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი ათწლეული გავიდა ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მიღებიდან, ამ ტიპის შეიარაღება აქტიურად გამოიყენება თითქმის ყველა თანამედროვე კონფლიქტში.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები არამარტო კონფლიქტის მიმდინარეობისას, არამედ მათი დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც უქმნის საფრთხეს ადამიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორ ათწლეულზე მეტი გავიდა ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მიღებიდან, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს კვლავ იყენებენ ომის იარაღად, რომელსაც კატასტროფული ზიანი მოაქვს ადამიანებისა და საზოგადოებისთვის.

ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის დაკვეთით, გამოქვეყნდა სახმელეთო ნაღმების მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ასახულია, თუ ვინ და როგორ იყენებს ამ ტიპის შეიარაღებას. გასულ წელს სახმელეთო ნაღმებს თითქმის 5000 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან თითქმის ნახევარი ბავშვია. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეწირებიან ადამიანები როგორც კონფლიქტების დროს,  ისე მათი დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ. მათ ათავსებენ  მიწის  ქვეშ ან ზედაპირზე. ბომბები ფეთქდება ადამიანის მიახლოებისას ან შეხების დროს.

ბავშვები ხშირად თამაშობენ ან მუშაობენ მინდვრებში,  რომლებიც შესაძლოა დანაღმული იყოს. აქედან გამომდინარე,  პატარები მაღალი საფრთხის წინაშე არიან.

ნაღმების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი სირიაში დაიღუპა, პროცენტული მონაცემებით შემდეგი ქვეყნებია: უკრაინა, იემენი და მიანმარი.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, როგორც წესი, ხელით ათავსებენ, თუმცა მათი მიმოფანტვა თვითმფრინავებით, რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებითა და სპეციალური მანქანებითაცაა შესაძლებელი.

ე.წ. გაუწმენდელი ტერიტორიები კი ანადგურებს საარსებო წყაროს, ზღუდავს მიწათსარგებლობას და აფერხებს ძირითად სერვისებზე ხელმისაწვდომობას 60-ზე მეტ ქვეყანაში.

ყველაზე მეტი დანაღმული ტერიტორია არის ავღანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ეთიოპიაში, ერაყსა და უკრაინაში.

ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია მოითხოვს ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების საყოველთაო დაცვასა და აღსრულებას,  ასევე დანაღმული ტერიტორიების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან გაწმენდას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend