მთავარი კულტურა ქართული სპორტის ფოტოგრაფია

ქართული სპორტის ფოტოგრაფია

სპორტული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნამუშევრების გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სპორტული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის ნამუშევრების გამოფენა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი, რომელშიც ბადრი კეთილაძის გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი, მისმა მეგობრებმა, თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა გამოსცეს.

ბადრი კეთილაძე 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ სპორტულ მედიას. 2014 წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მას საპატიო სიგელი გადასცა.

ის სხვადასხვა დროს „დინამო თბილისის“ გარდა, გაზეთების – ,,სარბიელისა“ და ,,მსოფლიო სპორტის’’ თანამშრომელი იყო.

,,დინამო თბილისში’’ მრავალწლიანი მუშაობისას ბადრი კეთილაძემ გულშემატკივარსა და კლუბის არქივს უამრავი მნიშვნელოვანი და ისტორიული კადრი შესძინა. მან  აღზარდა უამრავი ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომლებიც ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას ემსახურებიან.

,,დინამო თბილისი“ ყოველი წლის ბოლო ავლენს ,,დინამოს’’ თემატიკაზე გადაღებული საუკეთესო ფოტოს ავტორს და გამარჯვებულს ბადრი კეთილაძის სახელობის პრემიით აჯილდოებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend