დომინიკის რესპუბლიკაში, კარიბის ზღვის კუნძულების მიმდებარე წყლებში, გადაშენების პირას მყოფი კაშალოტებისთვის მსოფლიოში პირველი საზღვაო დაცული ტერიტორია შექმნეს
ვეშაპები კუნძულის დასავლეთ მხარეს მიდიან. ისინი ხელუხლებელ ცისფერ წყლებს სვამენ და სასარგებლო წყალმცენარეებით იკვებებიან.
საბოლოოდ, ვეშაპების დასაცავად და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით თითქმის 800 კვადრატული კილომეტრის სიგრძის ტერიტორიას გამოყოფენ ნაკრძალისთვის.
,,დომინიკის რესპუბლიკას ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ ამ ნაკრძალის წყალობით გადაარჩინოს ვეშაპები და კლიმატის სასიკეთო ცვლილებებისკენ გადადგას ძალიან დიდი ნაბიჯი. მათ გააცნობიერეს, რომ კაშალოტები ადამიანებზე ადრე ცხოვრობდნენ აქ. ვეშაპებს მათთვის, სიკეთის გარდა, არაფერი მოუტანიათ“, – ამბობს ენრიკ სალა, National Geographic-ის მკვლევარი.
ვარაუდობენ, რომ დომინიკის მიმდებარე წყლებში 500-ზე ნაკლები კაშალოტია დარჩენილი. სხვა კაშალოტებისგან განსხვავებით, ისინი შორ მანძილზე არ მოგზაურობენ. კაშალოტებს ხშირად ბრაკონიერები ესხმიან თავს და ან ხოცავენ, ან სასიკვდილოდ აზიანებენ.
დაახლოებით 2 მილიონი კაშალოტი ცხოვრობდა დედამიწის ღრმა წყლებში, სანამ მათზე ნადირობას დაიწყებდნენ, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა 300 000-ამდეა შემცირებული. ნაკრძალის შექმნის შემდეგ დომინიკის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დანიშნავს ოფიცერსა და დამკვირვებლებს, რათა უზრუნველყონ ტერიტორიისა და ვეშაპების დაცვა.
დამთვალიერებლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ კაშალოტებთან ერთად ბანაობა და მათი ნავიდან დანახვა, თუმცა შეზღუდვები მაინც მოქმედებს.