მთავარიაზიაღაზაღაზაში ისრაელის სამხედროებსა და ,,ჰამასს" შორის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს

ღაზაში ისრაელის სამხედროებსა და ,,ჰამასს” შორის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს

ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის მიმდინარე სასტიკი ბრძოლების გამო საავადმყოფოების მახლობლად მცხოვრები ათასობით პალესტინელი იძულებულია,  ჩრდილოეთიდან უსაფრთხო ადგილას გაიქცეს

,,ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 11240-ს აჭარბებს, მათ შორის 4630 ბავშვია, 3130 კი ქალი.

ღაზის უდიდესი საავადმყოფო, ალ-შიფა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, სასაფლაოდ იქცა. ამავე საავადმყოფოდან ვრცელდება ფოტო, რომელზეც ასახულია ათობით დღენაკლული ჩვილი, რომლებიც ინკუბატორების გარეშე არიან დარჩენილი.

ალ-შიფას საავადმყოფო, ახალშობილი ბავშვები – Copyright AP

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს ტაქტიკის შეცვლისკენ მოუწოდა, რათა ღაზის საავადმყოფოები არ დაიბომბოს.

ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აღმოაჩინეს  ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფში იარაღი

 

ისრაელელი სამხედროების თქმით,  ,,ჰამასი“ საავადმყოფოს  ფარად იყენებს. როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, საავადმყოფოს სარდაფებში  ,,ჰამასის“ მებრძოლები არიან განთავსებული.

,,ჰამასის“ ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი მძევალი დაიღუპა. ამ დროისთვის პალესტინელ მებრძოლებს მძევლად აყვანილი ჰყავთ 200 მშვიდობიანი მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend