ფრანგი ჯარისკაცები უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. წელს საფრანგეთი გეგმავს გადაამზადოს 7000 ჯარისკაცი, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის არმიას.
იმიტირებული საომარი ვითარების შექმნით უკრაინელი ჯარისკაცები იარაღისა და აღჭურვილობის დაუფლებას ფლობას სწავლობენ და, ამასთან, იზიარებენ დასავლურ გამოცდილებას.
აშშ-მ უკვე გადაამზადა 18,000 უკრაინელი ჯარისკაცი, დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა კი თავიანთი გამოცდილება უკვე 30,000 -მდე უკრაინელ მებრძოლს გაუზიარეს.
კიევის მიერ გაგზავნილი შენაერთები საფრანგეთში ოთხი კვირის განმავლობაში ვარჯიშობენ, სანამ საბრძოლველად ფრონტის ხაზზე დაბრუნდებიან.
საფრანგეთში მიღებული ცოდნა ეხმარება უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის არმიას.